ადამიანებს გენმოდიფიცირებული ღორის თირკმელებს გადაუნერგავენ - რას წარმოადგენს ბიოტექნოლოგიური კომპანია, რომელმაც კვლევების დაწყებაზე ნებართვა მიიღო
მეცნიერები აგრძელებენ კვლევას, თუ რამდენად წარმატებული შეიძლება იყოს ღორის ორგანოების ფუნქციონირება ადამიანებში და უკვე მზად არიან შემდეგი ნაბიჯისთვის: უფრო ფართომასშტაბიანი კლინიკური კვლევებისთვის.
ერთ-ერთი ბიოტექნოლოგიური კომპანია eGenesis- გენმოდიფიცირებულ ღორებს ზრდის, რათა მათი ორგანოები ადამიანებში გადანერგვისთვის თავსებადი იყოს. მათი განცხადებით აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ გასცა უფლება, რომ ღორის თირკმელები ადამიანებში გადაენერგათ - შესაბამისად, ძალიან მალე ადამიანებზე კვლევა დაიწყება.

"ეს ძალიან ოპტიმისტური დროა“, - განაცხადა ამერიკის თირკმლის ასოციაციის პოლიტიკისა და გლობალური ურთიერთობების თავმჯდომარე პოლ კონვეიმ. ეს ორგანიზაცია თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტების ადვოკატირების უდიდესი ჯგუფია ქვეყანაში.
-
უფრო დეტალურად... eGenesis-ის მიერ გაზრდილი ღორები გენმოდიფიცირებულია, რათა მათი ორგანოები უფრო თავსებადი იყოს ადამიანის ორგანოებთან.
პროცესის გასაღები არის CRISPR-ის სახელით ცნობილი პროცედურა - ისინი ღორის გენომში აფერხებენ ნახშირწყლების გამომუშავებას, რომელიც ცნობილია როგორც ალფა-გალი. შედეგად, ღორის ორგანო ადამიანის ორგანიზმთან ბევრად ადაპტირებადი ხდება.
შეერთებულ შტატებში უკვე ჩატარდა რამდენიმე მსგავსი პროცედურა - პაციენტებს ღორის თირკმელი და გული გადაუნერგეს. ორივე შემთხვევაში, გადანერგვა სპეციალური წესების დაცვით მოხდა.
მასაჩუსეტსის ზოგადი საავადმყოფოს ექიმებმა ღორის თირკმელი მესამე პაციენტსაც გადაუნერგეს.ბილ სტიუარტს პროცედურა 14 ივნისს ჩაუტარდა. ოპერაციის შემდეგ ის შინ მალევე დაბრუნდა და უფრო მეტიც, სამსახურშიც კი გააგრძელა მუშაობა.
აშშ-ში 100 000-ზე მეტი ადამიანი ორგანოების დონაციას ელოდება და სიაში შესულთა 86%-ს თირკმელი სჭირდება.
უმეტეს ცენტრებში თირკმლის ლოდინის საშუალო დრო სამიდან ხუთ წლამდეა.